შობა-ახალ წელს ყველა ქვეყანაში დიდი სიხარულით ხვდებიან. შესაბამისად ყველა ქვეყანას აქვს თავისი ტრადიციები და წესები რაც დამოკიდებულია ქვეყნის რელიგიაზე. ქრისტიანულ ქვეყნებში ტრადიციები გარკვეულწილად გავს ერთმანეთს, თუმცა ტრადიციები მეტნაკლებად განსხვავებულია კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ქვეყნებში.
საქართველოსა და ამერიკაში შობა-ახალი წლის საერთო ტრადიცია საშობაო ნაძვის ხის მორთვა და საჩუქრების დარიგებაა. ახალი წელი ორივე ქვეყანაში 31 დეკემბრის მიწურულს, შუაღამეს აღინიშნება, რაც შეეხება შობას, კათოლიკე ქრისტიანები 25 დეკემბერს აღნიშნავენ და ულამაზესი საშობაო საგალობლით ეგებებიან შობას ტაძრებში. მართლმადიდებელ ქვეყნებში, კონკრეტულად საქართველოში შობას 7 იანვარს ასევე საგალობლებით ტაძრებში ეგებება მოსახლეობა.
მიეხედავად ტრადიციების სხვაობისა საერთო მაინც ძალიან ბევრია. მოსწავლეები მოიძიებენ რა საერთო და რა სხვაობაა ქართულ და ამერიკულ შობა ახალ-წელს შორის.
No comments:
Post a Comment