Saturday, December 17, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს წარმოვადგინეთ პრეზენტაცია პროექტე დაფუძვნებული მუშაობის სესახებ, მოვისმინეთ კომენტარები და ასევე მივიღე რჩევები რით შეიძლება გამდიდრდეს პროექტი.

Friday, December 16, 2016

მერვე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ პორთფოლიოს შექმნაზე, დავდეთ შეფასების რუბრიკები, გავეცანით კითხვარს დიფერენცირებული სწავლების შესახებ და დავასრულეთ შაბლონზე მუშაობა.

Friday, December 2, 2016

XXI საუკუნის უნარები


სწავლისა და გამომგონებლობის უნარ-ჩვევები
1, კომუნიკაცია და თანამშრომლობა
     იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
     სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება;
     საერთო მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება;

      პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.



საინფორმაციო, მედია და ტექნოლოგიური უნარ-ჩვევები
ციფრული წიგნიერება
      ციფრული ტექნოლოგიების, კომუნიკაციის ინსტრუმენტებისა და/ან ქსელების შესატყვისი გამოყენება ინფორმაციაზე წვდომის, მისი მართვის, ინტეგრაციის, შეფასებისა და შექმნისათვის გენერირება ცოდნის ეკონომიკაში ფუნქციონირების მიზნით;
      ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების.
      ინფორმაციაზე წვდომისა და მისი გამოყენების ეთიკური და სამართლებრივი საკითხების საფუძვლიანი ცოდნა.



სასიცოცხლო და კარიერული უნარ-ჩვევები
სოციალური და კულტურული უნარ-ჩვევები
      ადეკვატურად და პროდუქტიულად თანამშრომლობა;
      მოსაზრებებისა და გადაწყვეტილებების საჭიროებისამებრ დაბალანსება სხვადასხვა ჯგუფთან ერთობლივი მუშაობისას;
      კულტურული განსხვავებების გათვალისწინება და სხვადასხვა პერსპექტივის გამოყენება შემოქმედებითობისა და მუშაობის ხარისხის ამაღლების მიზნით.

Saturday, November 26, 2016

მეორე დღის რეფლექსია

გავიხსენე ბლოგზე მუშაობა, როგორ შევქმნა ჩემი ბლოგი და როგორ დავამატო ახალი პოსტები. შევისწავლე ბუკლეტების და ბროშურების დამზადება:) მივიღე რეკომენდაციები კოლეგებისგან.

Friday, November 25, 2016

წესები და ტრადიციები

შობა-ახალ წელს ყველა ქვეყანაში დიდი სიხარულით ხვდებიან. შესაბამისად ყველა ქვეყანას აქვს თავისი ტრადიციები და წესები რაც დამოკიდებულია ქვეყნის რელიგიაზე. ქრისტიანულ ქვეყნებში ტრადიციები გარკვეულწილად გავს ერთმანეთს, თუმცა ტრადიციები მეტნაკლებად განსხვავებულია კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ქვეყნებში. 

საქართველოსა და ამერიკაში შობა-ახალი წლის საერთო ტრადიცია საშობაო ნაძვის ხის მორთვა და საჩუქრების დარიგებაა. ახალი წელი ორივე ქვეყანაში 31  დეკემბრის მიწურულს, შუაღამეს აღინიშნება, რაც შეეხება შობას, კათოლიკე ქრისტიანები 25 დეკემბერს აღნიშნავენ და ულამაზესი საშობაო საგალობლით ეგებებიან შობას ტაძრებში. მართლმადიდებელ ქვეყნებში, კონკრეტულად საქართველოში შობას 7 იანვარს ასევე საგალობლებით ტაძრებში ეგებება მოსახლეობა. 

მიეხედავად ტრადიციების სხვაობისა საერთო მაინც ძალიან ბევრია. მოსწავლეები მოიძიებენ რა საერთო და რა სხვაობაა ქართულ და ამერიკულ შობა ახალ-წელს შორის.